ბაკურ ბურდული ახალ ალბომზე მუშაობს. როგორც მუსიკოსმა "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, ალბომში 10 სიმღერა შევა.
"ალბომში ყველა სიმღერა იქნება ახალი, აქედან ნაწილი უკვე ჩაწერილია, მაგრამ ბოლომდე დამთავრება საკმაოდ რთულია და კარგ სტუდიაში ჩაწერა ძვირი ჯდება. სპონსორების ძიებაში ვარ, მინდა დავასრულო ეს ალბომი და ახლო მომავალში გამოვცე", - აღნიშნა ბურდულმა.
ბურდული პირველად სცენაზე 1992 წელს ქიშო გლუნჩაძის მიერ მოწყობილ კონცერტზე გამოვიდა. მუსიკას და ლექსებს თავად წერს. 2003 წელს თავისი სახსრებით ალბომი "ფეთქავს" გამოსცა. გიორგი ლიფონავასთან ერთად გადაიღო კლიპი სიმღერაზე "ფეთქავს", მასთან ერთადვე გადაიღო საახალწლო კლიპი: "გილოცავთ ახალ წელს", სადაც როკმუსიკოსებს ბავშვები ასახიერებენ.