ფილმის - "გასეირნება ყარაბაღში 3" პრემიერა 1-ელ მარტს გაიმართება. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პროდიუსერმა, ლევან კორინთელმა განუცხადა, ფილმზე მუშაობა უკვე დასრულებულია.
"უკვე დავგეგმეთ პრემიერაც და საქართველოს კინოთეატრებში "გასეირნება ყარაბაღში 3"-ის შეფასება მაყურებელს უკვე პირველი მარტიდან შეეძლება", - განაცხადა კორინთელმა.
პროდიუსერის განცხადებით, 7 თებერვალს, ფილმთან დაკავშირებით, შემოქმედებითი ჯგუფი ჟურნალისტებს შეხვდება, სადაც ისინი "გასეირნება ყარაბაღში 3"-ის შესახებ უფრო ვრცელ ინფორმაციას გაავრცელებენ.
ფილმი 2009 წელს გამოვიდა. იგი მოსკოვის 31-ე საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამის, "პერსპექტივების" გამარჯვებულია. ფილმის პირველი ნაწილი ლიტერატურული პირველწყაროს კლასიკურ ეკრანიზაციას წარმოადგენს, მეორე კი, ფაქტობრივად, იმპროვიზაციაა.