თავისუფლების ქანდაკება, სან-ფრანცისკოს ხიდი "ოქროს კარიბჭე", საფრანგეთის ეიფელის კოშკი და ლონდონის ბიგ ბენი ლიდერობენ იმ ღირსშესანიშნაობათა სიაში, რომლებითაც ტურისტები ყველაზე მეტად ინტერესდებიან. ონლაინგამოკითხვა ჟურნალმა Travel+Leisure-მა ჩაატარა და გამოავლინა ის ადგილები, რომლებიც მსოფლიოს მასშტაბით ტურისტებს იზიდავენ.
რეიტინგის ათეულში მოხვდა ასევე რომის კოლიზეუმი, ჩიკაგოს მილენიუმის პარკი, წმინდა პეტრეს ტაძარი რომში, შენობა Swiss Re ლონდონში და ხაი-ლაინ პარკი ნიუ-იორკში.