5 თებერვალს, 12:00 საათზე, გალერეა "ბაიაში" გაიმართება ირინა თათევოსოვა-რომანოვას ერთდღიანი პირველი პერსონალური ფოტოგამოფენა, სახელწოდებით " UPON THE LOOK OF MYSELF".
"გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება გლამურული პროექტი - "ისი პარის" სილამაზის აკადემისთვის გადაღებული ფოტოები, პორტრეტები და თბილისის ხედები. დაახლოებით 40-მდე ფოტონამუშევარი"_განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას ფოტოხელოვანმა ირინა თათევოსოვა-რომანოვამ.
ფოტოხელოვანი ირინა თათევოსოვა-რომანოვა საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაციის წევრი დეკემბერში გახდა.
გამოფენის ორგანიზატორია საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაცია და ისიპარის სილამაზის აკადემია.