დღეს, 2 თებერვალს, თბილისის საკონცერტო დარბაზში ეკა მამალაძის შემოქმედებითი საღამო გაიმართება.
მამალაძის სოლოკონცერტზე დასასწრები ბილეთის ფასი 10-იდან 30 ლარამდეა როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" მომღერალმა განუცხადა, კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ნანი ბრეგვაძე, ნატალია ქუთათელაძე და თბილისის სიმფონიური ორკესტრი ვატო კახიძის ხელმძღვანელობით.
"იქნება როგორც ძველი, ასევე ახალი სიმღერები. საღამოზე ნანისთან და ნატალიასთან დუეტებსაც შევასრულებ", - განაცხადა მამალაძემ.
ცნობისთვის, მამალაძემ ახალი ალბომი "სიყვარულზე მიამბე" გამოუშვა, რომელშიც კომპოზიტორ რუსუდან (მაცაცო) სეფისკვერაძის 13 სიმღერაა შესული.