ათობით პალესტინელმა ღაზას სექტორში ჩასული გაეროს გენერალური მდივნის მანქანას ფეხსაცმელები და სკამები ესროლა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "ეფე" თვითმხილველებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, როგორც კი მუნის საავტომობილო კორტეჟმა საკონტროლო-გამშვები პუნქტი გადაკვეთა მას პალესტინელებმა ფეხსაცმელები და სკამები დაუშინეს. სააგენტო ასევე აღნიშნავს, რომ ეს ჟესტი არაბულ სახელმწიფორბში უკიდურესი აღშფოთების მანიშნებელია.
აღნიშნული ინციდენტის შედეგად არავინ დაზარალებულა.