ჩინეთი შესაძლოა ევროპას კრიზისის დაძლევაში დაეხმაროს, ამის შესახებ განცხადება გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა გააკეთა.
ანგელა მერკელის განცხადებით, ჩინეთი დაეხმარება ევროზონას მაღალი ვალის პრობლემის მოგვარებაში, რადგან პრობლემა ეხება არა მხოლოდ ევროპას, არამედ ის გავლენას ახდენს მთლიანად გლობალურ ეკონომიკაზე.
შეგახსენებთ, რომ დეკემბრის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროპის ცენტრალური ბანკი საერთაშორისო რეზერვების სამართავად სპეციალური მექანიზმის შემუშავებას გეგმავდა. როგორც ივარაუდება ახალი მექანიზმი მოიცავს ორ ფონდს, საიდანაც ერთი ორიენტირებულია აშშ-ში ინვესტირებაზე, ხოლო მეორე ძირითადად ევროპაზე იქნება ორიენტირებული.