ევროპის უმეტეს ნაწილში ყინვა რეკორდს აღწევს. ბოლო 6 დღის განმავლობაში სიცივეს 79 ადამიანი ემსხვერპლა. ბოსნიასა და სერბიაში მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ვერტმფრენები რათა საჭიროების შემთხვევაშო თოვლით დაფარული სოფლებიდან ხალხის ევაკუაცია განახორციელონ.
რუმინეთში ტემპერატურა -32 გრადუსია, მაღალი ყინვის გამო შავი ზღვაც გაიყინა.
ათასობით ადამიანი სიცივისგან დასაცავად თავშესაფრებში გადაიყვანეს.
თუმცა ცივი ამინდით ხელოვანმა ადამიანებმა ისარგებლეს - გერმანიის ალპებში ყინულისგან აგებული ეკლესიის სანახავად ტურისტების ნაკადი არ წყდება. ქვეყნის დედაქალაქში კი მოსახლეობა ძლიერი ყინვის გამო სამსახურებში მისვლას ვერ ახერხებს - ბერლინში ტემპერატურამ -12 გრადუსს მიაღწია.
კორსიკის კუნძულზე ინტენსიური თოვის გამო 9 000 ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. სინოპტიკოსები კი საიმედო პროგნოზებს ვერ აკეთებენ.