ნიკო ლეჟავას ნახატებისა და წიგნის პრეზენტაცია "კავკასიურ სახლში" გაიმართა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ნიკო ლეჟავამ განუცხადა პირველი ნამუშევარი 1986 წლით არის დათარიღებული.
"აქ არის ძველი და ახალი ნამუშევრები. რაღაც გამოაკლდა, რაღაც დაემატა. ერთ საიდუმლოს გაგანდობთ, პირველი ნამუშევარი 1986 წელს, იმიტომ არის გაკეთებული, რომ ბავშვობაში ცხოვრება ამერია. საშუალო სკოლა არ მაქვს დამთავრებული, არ მაქვს აკადემიური განათლება, მიუხედავად იმისა, რომ მწერალთა კავშირის წევრიც ვარ. გამოვცემ რაღაცეებს, თუმცა არაფერი მაქვს დამთავრებლი. რაც შეეხება წიგნს, მასში შესულია სხვადასხვა წლების ნამუშევრები, არის 10 წლის წინანდელი და 4 წლის წინ დაწერილი ნამუშევრები, არის ახლებიც. ეს ჩემი ძალებით გამოვეცი. რომ ვადგენდი ამ კრებულს საუკეთესოები ამოვარჩიე. იმ დროიდან მოყოლებული", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ნიკო ლეჟავამ.
"მე ბედმა გამიღიმა, ნიკოს მეუღლე, ჩემი ჯგუფელი და ბავშობის მეგობარია. ჯერ კიდევ ამერიკაშვი ვცხოვრობდი, როცა facebook-ით დავუკავშირდი და იქ ფოტოებით პირველად გავეცანი ნიკოს შემოქმედებას. ეს იყო დაახლოებით წელიწადნახევრის წინ. ჯერ არ ვიყავი საქართველოში გადმოსული და შოკის მომგვრელი იყო. დღეს გავიცანი პირადად და ძალიან გამიხარდა. თითქოს მეორე სუნთქვა ჩაერთო მის შემოქმედებაში", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ჯაზმენმა, ზაზა მარჯანიშვილმა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ნიკო ლეჟავას ძმამ, ზურაბ ლეჟავამ განუცხადა გამოფენაზე რამდენიმე ათეული წლის გამავლობაში მუშაობდა.
"ნახატებზე, რომელიც დღეს გამოიფინა ნიკო 3 ათეული წლის განმავლობაში მუშაობდა. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნა ფერწერული ტილოები და ასევე, მოთხრობების კრებული, სახელწოდებით "დღიური", - განაცხადა ზურაბ ლეჟავამ.
ნიკო ლეჟავას პერსონალური გამოფენა ორჯერ აქვს მოწყობილი, ასევე მონაწილეობას იღებდა ჯგუფურ გამოფენებშიც. 90-იან წლებში სამი წლის განმავლობაში მოსკოვში ცხოვრობდა, სადაც ერთ-ერთ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა, რის შემდეგაც, ადგილობრივ მხატვართა ინიციატივით რუსეთის მხატვართა ალტერნატიულ კავშირში მიიღეს.