დღეს, 2 თებერვალს, ჯეიმზ ჯოისის დაბადებიდან 130 წელი შესრულდა. XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ირლანდიელი მწერალი და პოეტი ჯოისი 1882 წლის 2 თებერვალს რეთგერში, დუბლინის გარეუბანში დაიბადა.
ჯოისის ყველაზე გახმაურებული ნაწარმოებებია რომანი "ულისე" (1922 წ.) და ნოველა "ფინეგანის სამძიმარი" (1939 წ.), მოკლე ნოველების კრებული "დუბლინელები" (1914 წ.) და ავტობიოგრაფიული ნაწარმოები "ხელოვანის პორტრეტი ახალგაზრდობისას" (1916 წ.).
მიუხედავად იმისა, რომ ჯოისმა ცხოვრების უმეტესი ნაწილი ირლანდიის საზღვრებს გარეთ გაატარა, მისი ფსიქოლოგიური და ბელეტრისტული სამყარო ეყრდნობა მშობლიურ დუბლინს - ქალაქს, რომელიც წარმოადგენს მისი შემოქმედებითი სამყაროს მთავარ მოქმედების ადგილს.
ჯოისი 1941 წლის 13 იანვარს შვეიცარიაში, ციურიხში გარადიცვალა.