ბროდვეიზე მიუზიკლ "Becoming Chaplin"-ს დადგამენ, რომელიც ჩარლი ჩაპლინის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ეძღვნება. მიუზიკლი 2012-2013 წლის სეზონზე იქნება წარმოდგენილი.
მიუზიკლს საფუძვლად დაედო ჩაპლინის შესახებ დადგმული სპექტაკლი "რამპის ჩირაღდნები", რომლის პრემიერა სან-დიეგოში, კალიფორნიის უნივერსიტეტთან არსებულ თეატრში, 2010 წელს გაიმართა.
მიუზიკლი იმეორებს 1952 წელს გადაღებული ჩაპლინის ფილმის სახელს, რომელიც კლოუნ კალვეროს ცხოვრების დასასრულზე მოგვითხრობს.
მსახიობების შერჩევა ჯერ არ დაწყებულა. ასევე გაურკვეველია, რომელ თეატრში აჩვენებენ მიუზიკლს. მიუზიკლის პროდუსერები იქნებიან ბობ და მაინდი რიჩი, ასევე ჯონ და კლერ კოუდველები, რომლებიც მიუზიკლ "იესო ქრისტე სუპერვარსკვლავი" ახალი ვერსიის პროდიუსერები არიან. ლოიდ უებერის მიუზიკლის პრემიერა 2012 წლის 22 მარტისთვისაა დანიშნული.
‘‘რამპის ჩირაღდნების" დადგმისათვის მუსიკა და ლექსები თანამედროვე კომპოზიტორმა კრისტოფერ კერტმა დაწერა. თანაავტორი მწერალი თომას მიხანია, რომელიც ცნობილია მიუზიკლებით "ენი" და "ლაქი თმისთვის".