3 თებერვალს, 18:00 საათზე, საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის კინოკლუბში ფატი აკინის ფილმი "Gegen die wand" იქნება ნაჩვენები.
ფილმის ჩვენება გაიმართება წარმატებული გერმანული ფილმების ფარგლებში, გერმანულ ენაზე ინგლისური სუბტიტრებით.
შეგახსენებთ, რომ გოეთეს ინსტიტუტის კინოარქივში დაცული საუკეთესო გერმანული ფილმების ჩვენება 2011 წლის შემოდგომიდან მიმდინარეობს.
დასწრება თავისუფალია.