ბრიტანელმა რეჟისორმა დევიდ კინგმა კვლევა ჩაატარა, რომლის მიხედვითაც მამაკაცებისთვის ყველაზე სევდიანი სიმღერა გამოავლინა. დადგინდა, რომ მამაკაცთა უმრავლესობა ცრემლებს ვერ იკავებს, როდესაც ამერიკული როკ-ჯგუფის, R.E.M.-ის სიმღერა "Everybody Hurts"-ს უსმენს.
ყველაზე სევდიანი სიმღერების რეიტინგში მეორე ადგილზე ელტონ ჯონის "Candle in the Wind"-ია, რომელიც მან პრინცესა დაიანას სიკვდილის შემდეგ დაწერა და უახლოეს მეგობარს მიუღძვნა.
მესამე ადგილზე ჯგუფ Mike and the Mechanics-ის სიმღერა "The Living Years"-ია.