პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი მინაშვილს უკვირს, რატომ ხდება პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მომავალზე სპეკულაციები. ამის შესახებ მინაშვილმა მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ მის შესაძლო გაპრემიერების შეფასებისას აღნიშნა.
მინაშვილის განცხადებით, სააკაშვილმა არერთხელ თქვა, რომ მისთვის და მისი გუნდისთვის მთავარი რეფორმების გაგრძელებაა.
"ეს არის მთავარი და პრინციპული. ეს ბევრჯერ გაიმეორა პრეზიდენტმა და სხვა თანამდებობის პირებმაც", - აღნიშნა მინაშვილმა.