ისრაელ-ირანის სამხედრო დაპირისპირების შემთხვევაში საქართველო ძალაუნებურად ჩართული იქნება. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელმა გოგი ხუციშვილმა განუცხადა.
" სიტუაცია თუ აფეთქდა ირანსა და ისრაელს შორის და თუ მოხდა სამხედრო დაპირისპირება, რა თქმა უნდა, საქართველო ჩართული იქნება ძალაუნებურად, რადგან ეს ამბავი ყურის ძირში ხდება ჩვენთან და იქნება ოპერაციები, რომელიც აუცილებლად საქართველოს ტერიტორიებსაც მოიცავს. ეს ხმელეთსაც მოიცავს, მიუხედავად იმისა, რომ სიტუაციაზე გავლენის ძირითად ობიექტს წარმოადგენს ამერიკის საზღვაო ფლოტი", - განაცხადა ხუციშვილმა.
რაც შეეხება საქართველოში შესაძლო სამხედრო დაპირისპირების შემთხვევაში ბაზების განთავსებას, ხუციშვილი ამბობს, რომ ასეთი რაღაც რომ განხორციელდეს, ამას სჭირდება დრო, შეთანხმებები და მოსამზადებელი სამუშაო.
"ამ ოპერაციის დროს რომ საქართველო იყოს სამხედრო ბაზის შემცველი ქვეყანა, ამაზე მზადება აქამდე იქნებოდა დაწყებულ", - აღნიშნა ხუციშვილმა.