რუსეთის მიერ წყნარი ოკეანის რეგიონის ღარიბი კუნძულოვანი სახელმწიფოებისთვის დახმარების გაწევა უკიდურესად გამჭვირვალე უნდა იყოს. ეს განცხადება ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კევინ რადმა გააკეთა. მისი შეხვედრა სიდნეიში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან გაიმართა. ავსტრალიაში შიშობენ, რომ რუსეთის ღარიბ კუნძულოვან სახელმწიფოებს უანგაროდ კი არ ეხმარება, არამედ მას თავისი ინიციატივების დიპლომატიური მხარდაჭერა სურს.
საუბარი მიდის პატარა სახელმწიფოებზე - ვანუატუზე, ნაურუზე, ტუვალუზე, რომლებმაც საქართველოსგან გამოყოფილი რესპუბლიკების - აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარეს.
ლავროვთან შეხვედრაზე რადმა ასევე წინ წამოწია კუნძულოვანი სახელმწიფო - ფიჯის საკითხი, სადაც ხელისუფლების სათავეში სამხედროები იმყოფებიან. კანბერაში შიშობენ, რომ მოსკოვის მხრიდან მხარდაჭერამ, შესაძლოა, გაამყაროს ფიჯის მთავრობის პოზიციები.
ამასთან დაკავშირებით, ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ რეგიონში დემოკრატიული ფასეულობების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია.
სიდნეის შემდეგ ლავროვი ფიჯიში გაემგზავრა - სწორედ იქ სრულდება დღეს მისი ერთკვრიანი ტურნე. ფიჯის მთავრობასთან მოლაპარაკებების შემდეგ ლავროვმა განაცხადა, რომ მხარეები უვიზო რეჟიმის შემოღებაზე შეთანხმებდნენ.
ამ ვიზიტის წინ რამდენიმე ავსტრალიელმა პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ ლავროვის ფიჯიში ვიზიტის ნამდვილი მიზანი აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების ყიდვაა. რამდენიმე ხნის წინ კი ავსტრალიის მთავრობასთან არსებულმა წყნარი ოკეანი კუნძულების საპარლამენტო მდივანმა რიჩარს მარლსმა კრემლის პოლიტიკას "ჩეკის წიგნაკის დიპლომატია" უწოდა.
ლავროვმა ყველა ეს ბრალდება კატეგორიულად უარყო.
"ეს ჩვენი მეთოდები არ არის, თუმცა კარგად ვიცი, რომ მსგავში "შესყიდვები" სხვა ქვეყნების მიერ გამოიყენება, განსაკუთრებით თავისი პოზიციების გამყარებისთვის გაეროს უშიშროების საბჭოში", _ წერს რუსული მედია.
აღსანიშნავია, რომ ლავროვის ფიჯის მთავრობასთან გამართული მოლაპარაკებების დეტალების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.