გაგა ნახუცრიშვილი ლექსების ახალ კრებულზე მუშაობს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" პოეტმა განუცხადა.
"ვმუშაობ კრებულზე, რომელიც მინდა 2012 წლის ბოლოს გამოვცე და მასში სულ ახალი ლექსები შევა. უკვე მიმდინარეობს მუშაობა, დავწერე რამდენიმე ლექსი და პარალელურად კრებულის სათაურზედაც ვფიქრობ. წიგნში 2011 წლიდან 2012 წლამდე შექმნილი ლექსები შევა", - აღნიშნა ნახუცრიშვილმა.
"ლიტერატურული პალიტრის" პროექტის ფარგლებში, ნახუცრიშვილის შერეული ლექსების კრებული ახლო მომავალში გამოვა.
"ახლო მომავალში გამოიცემა ჩემი ახალი კრებული, რომელშიც შესული იქნება 20 წელზე მეტი პერიოდის განმავლობაში შექმნილი ლექსები. კრებულში სრული სახით იქნება გადმოცემული ჩემი ძველი და ახალი ლექსები", - განაცხადა ნახუცრიშვილმა.
ნახუცრიშვილი არის "საბას" ლიტერატურული პრემიის ლაურეატი და ავტორი არა ერთი პოეტური კრებულისა: "უაზრო მგზავრი" 1996, "სიმარტივე" 2000, "გამგზავრება და მოლოდინი" 2002, "უცაბედად" 2006, "გოგო და ევროპა" 2009.