"მე საქართველოსთან ურთიერთობას სუფთა ფურცლიდან დავიწყებ", _ ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა მიხაილ პროხოროვმა გააკეთა და განაცხადა, რომ მიმდინარე წლის მარტში რუსეთში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მზადაა საქართველოსთან ურთიერთობა აღადგინოს და იგი სუფთა ფურცლიდან დაიწყოს.
"ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავ. ჩვენს ხალხებს არაფერი აშორებს, მხოლოდ აკავშირებს", _ განაცხადა პროხოროვმა მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე.
შეგახსნებთ, რომ რუსეთის ახლანდელი ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების დაწყებაზე უარს აცხადებს. რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 4 მარტს გაიმართება.