სლოვაკეთში, Darte-ს აუქციონზე, 32 ათას ევროდ, ადოლფ ჰიტლერის სურათი "ღამის ზღვა" გაიყიდა. ექსპერტებმა დიქტატორის ნამუშევარი 25 ათას ევროდ შეაფასეს,მაგრამ დახურული VIP ვაჭრობის საწყისმა ფასმა 10 ათასი ევრო შეადგინა. ამავე აუქციონზე გაიყიდებაPპაბლო პიკასოს სურათი, რომლის ღირებულება 15 მილიონ ევროდაა შეფასებული.
ჰიტლერის მიერ 1913 წელს შექმნილი პეიზაჟი, აუქციონზე უცნობი სლოვაკი მხატვრის ოჯახმა გამოიტანა. "სავარაუდოა,რომ ის თავად შეხვდა ჰიტლერს იმ პერიოდში, როდესაც ფიურერი ცდილობდა თავი გამოეცადა ხელოვნებაში"-განაცხადა Darte--ს მფლობელმა იაროსლავ კრაინაკიმ. მანვე დასძინა, რომ თავად ჰიტლერს 1913 წელს იგი აღიქვამს "როგორც მხატვარს, რომელმაც არ იცოდა რა მოუვიდოდა მომდევნო ათწლეულში".
2011 წელს სლოვაკეთის აუქციონის სახლმა იმავე ოჯახის კოლექციიდან, 10,2 ათას დოლარად გაყიდა, ჰიტლერის კიდევ ერთი ნამუშევარი, "საიდუმლო შეხვედრა".
ადოლფ ჰიტლერი ბავშვობიდან იყო გატაცებული სახვითი ხელოვნებით. ახალგაზრდობაში ის მხატვრადაც მუშაობდა. 1900 წლის ბოლოს, იგი უშედეგოდ ცდილობდა ჩაებარებინა ვენის სამხატვრო აკადემიაში. წარუმატებლობის შემდეგ, ჰიტლერი მოხალისედ გაემართა პირველ მსოფლიო ომში, რომლის შემდეგაც გადაწყვიტა თავი პოლიტიკურ ასპარეზზე გამოეცადა.