კონტროლის პალატის ყოფილ თავმჯდომარეს, სულხან მოლაშვილს, რომელიც დღეს 6 იანვარს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნინო ბურჯანაძის შეწყაკლების საფუძველზე პატიმრობიდან გათავისუფლდა, ახლობლები საკუთარ სახლში უკვე ელოდებიან. როგორც "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში მოლაშვილის მეუღლემ, თათია ბახტურიძემ განაცხადა, მისთვის დღევანდელი დღეს ძალიან სასაიამოვნო სიურპრიზი იყო.
"ემოციურად ძალიან დატვირთული ვარ, რადგან საშობაოდ ეს ძალიან დიდი სიურპრიზი
იყო. სულხანს უკვე ველოდებით, თუმცა იმ ინფორმაციის გარდა, რაც მედიის
საშუალებებით გავრცელდა ჩვენთვისაც დამატებით არაფერია ცნობილი", _ აღნიშნა
"ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას თათია ბახტურიძემ.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ბურჯანაძემ კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი და ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი დავით მირცხულავა შეიწყალა. შეწყალების აქტს ბურჯანაძემ ხელი დღეს მოაწერა.
კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი და ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი დავით მირცხულავა ამჟამად ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფებიან.