თამაზ ჭილაძის ჩანაწერები გამოიცა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" მწერალმა განუცხადა, წიგნის პრეზენტაციას არ გეგმავს.
"ჩემი ჩანაწერები ორი დღის წინ სტამბიდან გამოუშვეს. პრეზენტაციას არ ვგეგმავ. აზრი არ აქვს. ვისაც სურვილი ექნება, წიგნის მაღაზიებში დაიდება და ნახოს. წიგნში შესულია ჩემი ჩანაწერები, ჯერ კიდევ 17 წლის რომ ვიყავი, იქიდან მოყოლებული, დღემდე", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ჭილაძემ.
ჩანაწერები, სახელწოდებით "ოწინარი", ჭილაძის შემოქმედების 1948 წლიდან 2011 წლამდე პერიოდს მოიცავს. მასში შეტანილია მწერლის სხვადასხვა დროს დაწერილი ფრაზები და ჩანახატები.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თვის წინ გამოიცა თამაზ ჭილაძის ახალი წიგნი, სახელწოდებით "ოთართან ერთად".
"ამ წიგნში ასახულია ჩვენი ცხოვრება. არ მინდა მოგონება ვუწოდო, იმიტომ რომ ტკივილი, რომელიც მოგონებად გადაიქცევა, დამთავრდება ყველაფერი. ოთარი ჩემ გვერდით არის, მართალია ფიზიკურად არა, მაგრამ ის სულ აქ არის, მისი ხმა მესმის და მენატრება", - აღნიშნა თამაზ ჭილაძემ.