სამების საკათედრო ტაძართან არსებულ საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში ტარიელ ხარხელაურის ლექსების კრებულის პრეზენტაცია გაიმართება. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პოეტმა განუცხადა, ეს მისთვის მესამე კრებულია.
"კრებულში შესულია ჩემი როგორც ძველი რჩეული, ისე ახალი და გამოუქვეყნებელი ლექსები, წერილები. წიგნის რედაქტორი მარინა ხარხელაური, მხატვარი - მაია ქინქლაძე. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი პოეტები და საზოგადო მოღვაწეები, ფოლკლორული ანსამბლები და მსახიობები", - განაცხადა ხარხელაურმა.
წიგნის პრეზენტაცია 24 მარტსაა დაგეგმილი. დასწრება თავისუფალია.