"ჩემი მთავარი საქმიანობა სპორტია და დღეისათვის მე პოლიტიკის გარეთ ვარ", _ ეს განცხადება თავისუფალ ჭიდაობაში რუსეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჯამბოლატ თედეევმა კრასნოიარსკში გამართულ ტურნირზე გააკეთა.
"მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ დღეისათვის მე პოლიტიკის გარეთ ვარ. მე ჩემი საქმის - სპორტის ერთგული ვრჩები და ჩვენი საკვანძო ამოცანაა ლონდონის ოლიმპიადისათვის ქვეყნის ნაკრების მომზადება, რასაც მე მთელს ჩემს ძალას მოვახმარ", _ აცხადებს თედეევი.
შეგახსნებთ, რომ რამდენიმე ხნის წინ საინიციატივო ჯგუფმა თედეევის კანდიდატურა ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტად კვლავ წამოაყენა,თავად თედეევიც არ გამორიცხავდა 25 მარტს დაგეგმილ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავდა. მაში თედეეევი აცხადებდა, რომ კოკოითის წასვლის შემდეგ ზეწოლა ცესკოზე შესუსტდა და არ გამორიცხავდა, რომ ე.წ. ცესკოს იგი დაერეგისტრირებინა კიდეც. თუმცა ამის შემდეგ მოსკოვში თედეევის ბინაში რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები მივიდნენ და მას დაკითხვა მოუწყვეს.