პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ოპოზიციის მიერ დაწყებულ მიტინგებში 7 ნოემბრის მოვლენების განმეორების საფრთხეს ხედავს და აცხადებს, რომ ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც კრიზისის თავიდან აცილების მიზნით სათანადოდ უნდა იმოქმედონ. ამის შესახებ რამაზ საყვარელიძემ სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა.
"ნოემბრის მოვლენების განვითარების საფრთხე არსებობს, რაზედაც ხელისუფლებამ და ოპოზიციამ კრიზისის თავიდან ასაცილებლად ყველაფერი უნდა გააკეთონ. როდესაც კრიზისი პიკს აღწევს, მთავარია, რომ ყველა მხარემ ამის თავიდან აცილება სცადოს. თუ ამისთვის პრეზიდენტის გადადგომა გახდა საჭირო, სააკაშვილისთვისთვის ამაზე წასვლა პრობლებას არ წარმოადგენს. კრიზისი აუცილებლად უნდა აღმოიფხვრას", _ განაცხადა საყვარელიძემ.
პოლიტოლოგი საერთაშორისო ორგანიზაციის განხადებაზედაც აკეთებს კომენტარს, _ "საერთაშორისო ორგანიზაციები ყოველთვვის მიიჩნევენ, რომ არჩევნები ლეგიტიმურად ჩატარდა, ამ შეფასებას ის ნიუანსი აქვს, რომ საერთაშორისო ორგანიზაცია ყოველთვის საარჩევნო დღის პროცესს აკვირდება და არა საარჩევნო შედეგებს. თუ დღის განმავლობაში ინციდენტები არ მოხდა, მიიჩნევენ, რომ არჩევნები ნორმალურად ჩატარდა", _ აცხადებს საყვარელიძე.
მისივე თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციებს იმ ფაქტებზე, რაც არჩევნების დღის განმავლობაში ხდებოდა, სერიოზული შეფასებები არ გააჩნიათ.