დაღესტნის უზენაესი სასამართლოს კოლეგიამ რუსეთის შინაგანი ჯარის ექვსი სამხედროს სიკვდილით დასჯის მონაწილეს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა. აღნიშნული დანაშაული 1999 წლის სექტემბერში მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
სასამართლოს გადაწყვეტილებით ჩეჩნეთის მაცხოვრებელს მანსურ რაჟაევს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.
გამოძიების ინფორმაციით, მან 1999 წლის სექტემბერში მონაწილეობა მიიღო რუსეთის შინაგანი ჯარის ექვსი სამხედროს სიკვდილით დასჯაში. ხუთ რუს სამხედროს დამნაშავეებმა ყალი გამოჭრეს, მეექვსე კი გაქცევის მცდელობის დროს დახვრიტეს.