პერუში მიწისძვრის შედეგად 119 ადამიანი დაშავდა. 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ქალაქ ისადან 15 კილომეტრში დაფიქსირდა. მიწისძვრის შედეგად დაზიანდა ან დაინგრა 40 სახლი.
შეგახსენებთ, რომ ძლიერი მიწისძვრა პერუში გასული წლის ოქტომბერშიც მოხდა, რის შედეგადაც რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დაინგრა და მოსახლეობა რამდენიმე რეგიონში უსახლკაროდ დარჩა.
ცნობისთვის, 2007 წლის მიწისძვრას პერუში 500-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 1000-მდე კი დაშავდა.