სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ პრემიერ-მინისტრი ლეონიდ ლაკერბაია დღეს შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ე.წ. მინისტრთა კაბინეტზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი ეხებოდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებსა და მომავალ თანამშრომლობას ჰუმანიტარულ სფეროში.