ნანი ბრეგვაძე პირველი სოლოალბომის ჩაწერაზე მუშაობს. ალბომში მომღერლის ცნობილი სიმღერები შევა, თუმცა ახალი ინტერპრეტაციით. სპეციალურად ამ ალბომისთვის "ბრავო რეკორდსმა" ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სარეპეტიციო დარბაზში სპეციალური ხმის ჩამწერი სტუდია მოაწყო.
ალბომში 12 სიმღერა შევა. ნანი ბრეგვაძე ნიკოლოზ რაჭველთან და სიმფონიურ ორკესტრთან ერთად მუშაობს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" მომღერლის შვილმა, ეკა მამალაძემ განუცხადა.
"ნანი ალბომზე მუშაობს. დისკში ფილარმონიაში გამართულ კონცერტზე შესრულებული სიმღერები შევა. მათ შორის იქნება ჩემი, ნანისა და ნატალიას ერთად შესრულებული სიმღერა", - განაცხადა მამალაძემ.