ლაშა ღლონტის საიუბილეო საღამო თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში, 30 მარტს გაიმართება. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" მომღერალმა განუცხადა, ფილარმონიის სცენაზე მეგობრებთან ერთად წარდგება.
სოლოკონცერტზე მოეწყობა ლაშა ღლონტის დისკის "მონატრებიხარ ფიქრებს" პრეზენტაცია.
"ჩემი ახალი დისკში 22 სიმღერაა შესული და სათაურად "მონატრებიხარ ფიქრებს" დავარქვი. შესულია ჩემი სიმღერები მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად. დისკის ტელეპრეზენტაცია გაიმართება, ოფიციალური პრეზენტაცია კი სოლოკონცერტზე იქნება, რომელიც 30 მარტს გაიმართება", - აღნიშნა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში მომღერალმა.
ღლონტი სოლოკონცერტს მეგობრებთან ერთად გამართავს. კონცერტში "ქართული ხმები", "ალილო", "თეატრალურის კვარტეტი", "შვიდკაცა" და სოლომომღერლები მიიღებენ მონაწილეობას.