ევროპის უმსხვილესი ავიაკომპანია Ryanair-ი მიმდინარე ფინანსური წლის დასასრულს (31 მარტი) 480 მლნ. ევროს წმინდა მოგებას ელოდება, რაც 40 მლნ. ევროთი მეტია გასული ფინანსური წლის მაჩვენებელთან შედარებით.
მიმდინარე ფინანსური წლის მესამე კვარტალში კომპანიის შემოსავალმა 844,4 მლნ. ევრო შეადგინა, ხოლო მოგებამ - 14,9 მლნ. ევრო.
ზამთრის პერიოდში Ryanair-მა 80 რეისი გაუქმა, რაც ბილეთებზე მოთხოვნის შემცირებას უკავშირდება. ბილეთის ფასები ბოლო პერიოდში 17 %-ით გაიზარდა.
ცნობილი ხხდება, რომ Ryanair ბიზნესს ესპანეთის მიმართულ;ებით ავითარებს, სადაც უკვე გაკოტრებულად მიიჩნევა ავიაკომპანია Spanair-ი. Ryanair-ი მზადაა ესპანეთის მიმართულებით ახალი სატარიფო გეგმა აამოქმედოს, რათა ბაზარი მაქსიმალურად აითვისოს.
ამ დროისთვის Ryanair-ი ევროპაში ყველაზე ძვირადღირებულ ავიაკოამპანიად მიიჩნევა. მისი საბაზრო ღირებულება 6,22 მლრდ. ევროა.