თურქული მხარე აპირებს თავის კანონმდებლობაში შეიტანოს ცვლილება და დამატებითი პირობა შეიტანოს უვიზოთ ქვეყანაში ყოფნის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით. როგორც დღეს გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანიამ განაცხადა, აღნიშნული ცვლილებით საქართველოს მოქალაქეებისთვის რეჟიმი არ უარესდება.
"თურქეთმა ეს კანონი არა მხოლოდ საქართველოს მიმართ, არამედ ზოგადად მიიღო. მინდა აღვნიშნო, რომ ამითი საქართველოს მოქალაქეებისთვის რეჟიმი არ უარესდება. რეჟიმი შენარჩუნდება, უბრალოდ თუ ის იყო 90 დღის განმავლობაში წლის მანძილზე, ახლა იქნება ნახევარი წლის მანძილზე თუ ეს ჩვენს მიმართაც ძალაში დარჩა. შიდა კანონმდებლობის მიხედვით, ეს ალბათ ასე იქნება, მაგრამ ქართული მხარე არის დიალოგში თურქულ მხარესთან და მიგვაჩნია, რომ ორმხრივად გაფორმებული იმ შეთანხმების პირობებიდან გამომდინარე, არ ეპასუხება იმ შეთანხმებულ პირობებს და კონდიციებს, რომელიც გვაქვს ორმხრივად ხელმოწერილი", - განაცხადა ჯალაღანიამ.
მისი თქმით, დისკუსიის საგანი მხოლოდ და მხოლოდ ის არის, რომ მათი შინაური კანონდმებლობის ცვლილება მაქსიმალურად იყოს მოყვანილი ჩვენს ორმხრივ რეჟიმთან შესაბამისობაში.