აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ მეთიუ ბრაიზამ განაცხადა, რომ აშშ საბოლოო შეფასებას გააკეთებს მას შემდეგ რაც გამოქვეყნდება ეუთო-ს დამკვირვებელთა და სხვა დამკვირვებელთა დასკვნები, იმის შესახებ, თუ რამდენად სამართლიანად ჩატარდა არჩევნები.
"წინასწარი ინფორმაციით, რომელსაც ჩვენ ვფლობთ, არჩევნები საქართველოში სერიოზული დარღვევებისა და ექსესების გარეშე ჩატარდა; ამ ფონზე გაუგებარია, ცალკეული ოპოზიციონერები, რატომ მოუწოდებენ მიტინგების ჩატარებისკენ", _ განაცხადა სამაუწყებლო კომპანია 'რუსთავი 2'-თან ექსკლუზიურ სატელეფონო ინტერვიუში ბრაიზამ.
ბრაიზას თქმით, შტატები საქართველოს საშინაო საქმეებში არ ერევა, მაგრამ აუცილებელია, რომ აღინიშნოს საქართველოს მოსახლეობამ და პოლიტიკურმა ძალებმა, როგორც ოპოზიციაში, ისე ხელისუფლებაში, უნდა პატივი სცეს ხალხის ნებას და არჩევნების შედეგებს; თუ მოხდება არჩევნების შეფასება, როგორც თავისუფალი და სამართლიანი, მაშინ არ იქნება არანაირი აქციების საბაბი.