ბრიუსელში ევროკავშირის სამიტი იხსნება. ევროპული ქვეყნების ლიდერები ბრიუსელში ევროზონის კრიზისსა და გადაჭრის გზებზე იმსჯელებენ. დიდი ბრიტანეთის გარდა, ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმეტესობა, იმედოვნებს, რომ ხელი მოეწერება ახალ საბიუჯეტო შეთანხმებას.
ახალი საბიუჯეტო შეთანხმების მიზანია, საბიუჯეტო პოლიტიკის საკითხებში ევროზონის 17 ქვეყნის მჭიდრო კოორდინაცია.
ახლა მთავარი საკამათო თემაა, რა ფორმით გავრცელდება ახალი შეთანხმება იმ ქვეყნებზე, რომლებიც ევროზონაში არ შედიან.