სირიაში მორიგი შეიარაღებული შეტაკების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ამის შესახებ უცხოური მედია სირიის ოპოზიციაზე დაყრდნობით იუწყება, რომლის ინფორმაციითაც დღეს, სირიის დედაქალაქ დამასკოში შეტაკება ხელისუფლების მებრძოლებსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მოხდა.
მათივე ინფორმაციით, შეტაკებები დამასკოს შემოგარენში მიმდინარეობს, სადაც ოპოზიციაა გამაგრებული, კერძოდ კი ხელისუფლებამ დედაქალაქში ტანკები და ბრონირებული ტრანსპორტი შეიყვანა.
შეგახსენებთ, რომ დამასკოსთან ოპოზიციასა და ხელისუფლების ძალებს შორის გუშინ მომხდარ შეტაკებებს 12 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 30-მდე დაიჭრა.
როგორც ცნობილია, სირიაში გასული წლის გაზაფხულზე ოპოზიციამ ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით დემონსტრაციების გამართვა დაიწყო, რაც შეიარღებული შეტაკებებში გადაიზარდა. შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად სიარიაში დღემდე რამდენიმე ათასი ადამიანია უკვე მოკლული.