იტალიის ყოფილი პრეზიდენტი, ოსკარ ლუიჯი სკალფარო, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაციას "როიტერი" იტალიის ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, იტალიის ექს-პრეზიდენტი, რომელიც სენატში მუდმივ წევრად იყო არჩეული დღეს, რომში გარდაიცვალა.
როგორ ცნობილია, ოსკარ ლუიჯი სკალფარო იტალიის პარლამენტში პირველად 1948 წელს "ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის" სიით არჩიეს, რომელიც 1940-1980 წლებში ქვეყნის ერთ-ერთ წამყვან პოლიტიკურ ძალას წარმოადგენდა.
1992 წელს სკალფარო იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტი გახდა, ხოლო 1999 წელს საპრეზიდენტო ვადა ამოწურვის შემდეგ ის სენატის მუდმივი წვრად აირჩიეს.
ამასთან, ექს-პრეზიდენტი 2006 წელს კონსტიტუციური რეფორმის წინააღმდეგ გამოვიდა, რომლის ინიციატორიც სილვიო ბერლუსკონი იყო.