მოსკოვში, არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით ავტომობილების აქცია მიმდინარეობს.
რუსული მედიის ინფორმაციით, აქციაში 5000-მდე ავტომობილი მონაწილეობს, რომლებსაც თეთრი ლენტები და საჰაერო ბუშტები აქვთ შებმული, როგორც სამართლიანიანი არჩევნების სიმბოლო.
აღსანიშნავია, რომ აქციის ჩატრების იდეა სოცლიურ ქსელის საშუალებით გავრცელდა, რომელსაც მხარს "ამომრჩეველთა ლიგა" უჭერს, რომლის დამარსებლებიც არიან ბორის აკუნინი, ლეონიდ პარფიონოვი, სერგეი პარხომენკო და ტატიანა ლაზარევა.
მონაწილებების ავტომანქანებზე დაკრულია პლაკატები ლოზუნგებით - "არჩევნების დაცვისთვის" და "მათ ჩემი ხმა მოიპარეს".
როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, იმ ადგილებში სადაც ავტომანქანების აქცია უნდა გაიმართოს პოლიცია სამი ავტობუსით არის მობილიზებული. ასევე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟი და ევაკუატორები.
მასალის გამოყენების პირობები