ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური წარმომადგენლები ყატარში მოძრაობა "თალიბანთან" მოლაპარკებებს მართავენ.
ამის შესახებ ინფორმაციას "ნიუ-ორკ თაიმსი" ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, მოლაპარაკებების მთავარ მიზანს ავღანეთში ომის დასამთავრებლად ზომების გატარება და ნდობის აღდგენა წარმოადგენს.
"ნიუ-ორკ თაიმსის" ინფორმაციით, შეხვედრებზე მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავრი თემა ტყვეების გაცვლის საკითხიც იქნება, თუმცა გამოცემა აქვე აღნიშნავს, რომ ოფიციალური ვაშინგტონი მოლაპარაკებების არსებობის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს.