საერთაშორისო ატომური სააგენტოს ინსპექტორები სამდღიანი ვიზიტით ირანს ეწვივნენ. ისინი ირანის ბირთვული პროგრამის მიმართულებას შეისწავლიან. როგორც სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა იუკია ამანომ განაცხადა, ირანს მოუწევს მათ მიერ დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა. გენერალური დირექტორი იმდენოვნებს, რომ ყველა საკითხთან დაკავშირებით, სადაც კითხვები არსებობს, პროგრესი იქნება.
შეგახსენებთ, რომ ირანის ბირთვული პროგრამის განვითარების გამო აშშ-სა და ირანს შორის დაძაბულობა მატულობს. ირანი ირწმუნება, რომ ის ბირთვული იარაღის განვითარებას არ ცდილობს.