რუსეთის საოკუპაციო 58-ე არმიას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს და ხაზგასმით მიუთითებს, რომ ეს სწორედ ის არმიაა, რომელმაც 2008 წელს საქართველოში "ძალით მშვიდობის დამყარების ოპერაცია ჩაატარა".
არმიის ახალი ხელმძღვანელი ვლადიკავკაზში დანიშნეს. ეს გენერალ -მაიორი ანდრეი გურულევია, სატანკო დივიზიის ყოფილი მეთაური, შტაბის მეთაური და არმიის ხელმძღვანელის მოადგილი. გურულევს დამთავრებული აქვს სამხედრო სასწავლებელი და რუსეთის გენშბის სამხედრო აკადემია. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.
გურულევმა ამ თანამდებობაზე ანდრეი კარპატოვი შეცვალა, რომელიც არმიას წელიწადი და ცხრა თვე ხელმძღვანელობდა. მანამდე კი რუსეთის 58-ე არმიას გენერალი ანატოლი ხრულიოვი ხელმძღვანელობდა, რომელიც 2008 წლის 9 აგვისტოს, საქართველოს ტერიტორიის მიმდინარე ოკუპაციის დროს მძიმედ დაიჭრა და ვლადიკავკაზში იქნა ჰოსპიტალიზებული.