დაახლოებით 60 ადამიანი დაიღუპა სირიაში გუშინ მომხდარი შეტაკებებისას სამართალდამცავებსა და ანტისამთავრობო გამომსვლელთა შორის. ინფორმაციას ამის შესახებ "სი-ენ-ენი" ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დაღუპულთა შორის არის სამი ბავშვი, სამი ქალი და ორი სამხედრო მოსამსახურე, რომლებმაც სამხედრო სამსახური მიატოვეს და დემონსტრანტთა მხარეს გადავოდნენ.
სირიის ქალაქ ხომსში მიმდინარე დემონსტრაციის დროს სამხედროებმა პირდაპირ დემონსტრატებს გაუხსნეს ცეცხლი. ამას გარდა, ასევე ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სირიის ერთ ერთ სოფელში სამხედროების დანაყოფმა დამკრძალავი პროცესიის მონაწილეები ალყაში მოაქცია და ცეცხლი გაუხსნა. იქ დაიღუპა 11 ადამიანი.
შეგახსენებთ, რომ უკვე სირიაში უკვე 10 თვის განმავლობაში სირიაში ანტისამთავრობო პროტესტები არ წყდება. ყოველდღიურად ვრცელდება ინფორმაცია ადამიანების დაღუპვის შესახებ. იღუპება როგორც მშვიდობიანი მოსახლეობა ასევე ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები. გაეროს მონაცემებით სირიაში ანტისამთავრობო გამოსვლების დაწყებიდან დაღუპულია 5 ათასზე მეტი ადამიანი, მათ შორის 2 ათასი სამართალდამცავი.