ევროპაში არ არსებობს არც ერთი პრეზიდენტი, რომელსაც საკუთარი თვითმფრინავი და რეზიდენცია არ გააჩნდეს, ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმინისტრმა სერგეი ტიგიპკომ ტელეკომპანია „ინტერის" ეთერით გამოსვლისას განაცხადა.
„იმისათვის, რომ სახელმწიფოს მეთაურმა საკუთარი უფლება-მოვალეობები კარგად განახორციელოს, გვინდა ეს ჩვენ თუ არ გვინდა, ამისათვის საჭიროა გარკვეული ნივთები, რისთვისაც ჩვენ უნდა გადავიხადოთ"- განაცხადა სერგეი ტიგიპკომ უკრაინის პრეზიდენტის მიერ საკუთარი თვითმფრინავის ყიდვასთან დაკავშირებით.
„ევროპაში თქვენ ვერ იპოვით ვერც ერთ პრეზიდენტს, რომელსაც საკუთარი თვითმფრინავი და რეზიდენცია არ გააჩნდეს"- განაცხადა ტიგიპკომ.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა იტალიურ-ამერიკული კომპანიისგან თვითმფრინავი უკვე შეიძინა, რომლითაც, უკრაინული მედიის ინფორმაციით, ძირითადად ცეერუსა და ეფბიაის აგენტები სარგებლობენ. თვითმფრინავის სავარაუდო ღირებულება კი 17 მლნ დოლარია.
უკრაინული მედიის ინფორმაციითვე, აშშ-ს პრეზიდენტის თვითმფრინავის ღირებულება, რომელიც VH-60N White Hawk-ის VIP-ვერსიით სარგებლობს, 6 მლნ. დოლარს შეადგენს. ხოლო რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ პუტინის თვითმფრინავი, რომელიც საჰაერო სივრცეში „მი-8"-თი გადაადგილდება, 5-8 მლნ. დოლარადაა შეფასებული.
ვიქტორ იანუკოვიჩმა სამსახურში ვერტმფრენით სურვილი დიდი ხნის უკან დააფიქსირა. პრეზიდენტმა უარი განაცხადა ავტომობილზე და მეჟიგორიადან კიევში ვერტმფრენით 6 წუთში ჩადის.