უკრაინის ვიცე-პრემიერმინისტრი სერგეი ტიგიპკო არ გამორიცხავს, რომ უმაღლესი რადას არჩევნებში მონაწილეობა რეგიონების პარტიის სიიდან მიიღოს. ამის შესახებ განცხადება სერგეი ტიგიპკომ ტელეკომპანია "ინტერის" ეთერით გააკეთა.
ტიგიპკომ განაცხადა, რომ სიით კენჭისყრას არ გამორიცხავს, თუმცა დასძინა, რომ პარლამენტში მუშაობის განსაკუთრებული სურვილი არ აქვს.
"პარლამენტში უკვე ვმუშაობდი - მოსაწყენი იყო. აღმასრულებელ ხელისუფლებაში მუშაობა უფრო მძიმეა, თუმც გაცილებით უფრო საინტერესო"- განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
ტიგიპკომ განაცხადა, რომ რეგიონების პარტიისა და „ძლიერი უკრაინის" გაერთიანების შემდეგ, ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ რეგიონების პარტიამ საზოგადოების სრული ნდობა დაიმსახუროს.