აშშ-ს თავდაცვის მინისტრმა ლეონ პანეტამ საჯაროდ აღიარა, რომ აშშ-ს ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტის ბინ ლადენის ადგილსამყოფელის შესახებ პაკისტანელმა ექიმმა სახელად საკილ აფრიდმა აცნობა.
სატელევიზიო პროგრამაში "CBS - 60 წუთი" საუბარში პანეტამ შეშფოთება გამოთქვა ექიმ საკილ აფრიდის ბედის გამო, რომელიც პაკისტანში ღალატისათვის დააპატიმრეს.
მისივე თქმით, ექიმმა აშშ-ს ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბინ ლადენი აბუტობადში ცხოვრობდა.
შეგახსენებთ, რომ პაკისტანში აშშ-ის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად "ალ ქაიდას" მეთაური, მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტი უსამა ბინ ლადენი მოკლეს 2011 წლის 1 მაისს მოკლეს.
აშშ-ის ელიტური სპეცდანაყოფის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ ბინ ლადენი მის აგარაკზე დესანტის გადმოსხმიდან პირველივე 90 წამის განმავლობაში გაანადგურეს. ოპერაცია ისე აკურატულად ჩატარდა, რომ მხოლოდ 12 ტყვია გავარდა. ერთი ტყვია მას გულმკერდის არეში მოხვდა, მეორე თავის ქალაში და ბინ ლადენი ადგილზე დაიღუპა. მთელმა ოპერაციამ მთლიანობაში 38 წუთი დაიკავა.