ერაყის დედაქალაქ ბაღდადში, შიიტებით დასახლებულ რაიონში, თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. როგორც დასავლური მედიასაშუალებები იუწყება, აფეთქებას 28 ადამიანი ემსხვერპლა, 60 კი მძიმედ დაიჭრა.
ზაფარანიას რაიონში ტერაქტი ბაზართან ახლოს მაშინ მოხდა, როდესაც შიიტ პილიგრიმებს მსვლელობა ჰქონდათ.
აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ რაც აშშ-მ ერაყიდან ჯარის გაყვანა დაიწყო, ქვეყანაში ტერაქტების რაოდენობამ მნიშვნელოვნად მოიმატა.