"თეატრალურის კვარტეტი" რეგიონებში კონცერტებს გამართავს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" "თეატრალურის კვარტეტის" წევრმა ლაშა კერვალიძემ განუცხადა, კონცერტები თებერვლიდან დაიწყება.
"ვგეგმავთ, რეგიონებში კონცერტები გავმართოთ. დავიწყებთ ბათუმიდან და მივყვებით ნელ-ნელა, წარვადგენთ როგორც ძველ, ასევე ახალ სიმღერებს. იქნება პრემიერებიც, რომელზე მუშაობაც უკვე მიმდინარეობს", - განაცხადა კერვალიძემ.
"ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში კერვალიძემ აღნიშნა, რომ "თეატრალურის კვარტეტი" სოლოკონცერტს გაზაფხულზე გეგმავს.
"გაზფხულზე სოლოკონცერტის გამართვა გვინდა. ალბათ, რუსთაველის თეატრში მოვაწყობთ თბილისურ საღამოს, რომელსაც ჩვენს ქალაქს მივუძღვნით", - განაცხადა კერვალიძემ.
ცნობისთვის, "თეატრალურის კვარტეტი" 8 წლის წინ შეიქმნა.