10 თებერვალს, 20:00 საათზე, თბილისის დიდ საკონცერტო დარბზაში კვარტეტი "ალილო", "თეატრალურის კვარტეტი" და ანსამბლი "შვიდკაცა" კონცერტს გამართავენ. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" თეატრალურის კვარტეტის წევრმა, ლაშა კერვალიძემ განუცხადა, ანსამბლების გაერთიანება ფილარმონიის ხელმძღვანელების ინიციატივით მოხდა.
"ფილარმონიიდან დაგვირეკეს და შემოგვთავაზეს, ანსამბლების გაერთიანებული კონცერტი მოგვეწყო. საღამოზე დატვირთული პროგრამით წარვდგებით. შესრულდება დაახლოებით 30 სიმღერა, მათ შორის პრემიერებიც. ყველა ერთად ვიმღერებთ "მრავალჟამიერს", შესაძლოა, შევასრულოთ კიდევ სხვა სიმღერებიც", - განაცხადა კერვალიძემ.
ანსალმბლის წევრები რეპეტიციებს გადიან. პროექტისთვის "აქ ემღერება გულს" მზადება უკვე რამდენიმე დღეა დაიწყეს.