სასტუმრო Hyatt Capital Gate Abu Dhabi გაერთიანებული საემიროების დედაქალაქში, Gate-ის შენობაში გაიხსნა. შენობა შეტანილია გინესის რეკორდების წიგნში და მისი მთავარ ღირსება 18 %-იანი დახრაა, რომელიც თითქმის 4-ჯერ აღემატება პიზის კოშკის დახრილობას.
სასტუმროში 189 ნომერია და მის წინ სპარსეთის ყურის ხედი იშლება. სასტუმრო აბუ დაბის საერთაშორისო აეროპორტიდან 15 წუთის სავალზე მდებარეობს. Hyatt Hotels Corporation-ს 33-სართულიანი შენობის 15 სართული უკავია.
"ეს უნიკალური პროექტი გახდა დიზაინისა და არქიტექტურის სფეროში ახალი ტექნოლოგიების გამოყენების თვალნათელი მაგალითი", - აცხადებს შენობის მეპატრონე კომპანია Hyatt Capital Gate Abu Dhabi-ის მმართველი დირექტორი პიტერ ფულტონი.