დაღესტანის ყიზლარის რაიონში ჩრდილოკავკასიელ მებძოლებთან შეტაკებისას დაღუპულია სამი რუსი სამხედრო მოსამსახურე. ორი სამხედრო დაჭრილია. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია სამართალდამცავ ორგანოებში არსებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
"წინასწარი ინფორმაციით, შეტაკების შედეგად სულ დაჭრილი იყო ხუთი სამხედრო მოსამსახურე, რომელთაგან სამი გარდაიცვალა. ბოევიკთა შორის მსხხვერპლი არ არის. სპეცოპერაცია გრძელდება", _ იუწყება რუსული მედია.
სპეცოპერაცია დღეს დილით დაიწყო.