მინსკის მეტროში განხორციელებული ტერაქტისათვის სიკვდილმისჯილმა დიმიტრი კონოვალოვმა საკუთარი თავის მიმართ გამოტანილი განაჩენი კანონიერად აღიარა და შეწყალების შესახებ თხოვნის დაწერაზე უარი განაცხადა. ეს განცხადება ბელორუსის გენერალურმა პროკურორმა ალექსანდრე კონიუკმა გააკეთა.
"სპეციალურად შექმნილი კომისიის წევრთა თანდასწრებით, მან უარი განაცხადა შეწყალების თხოვნის დაწერაზე და თავისი თავის მიმართ გამოტანილი განაჩენი კანონიერად აღიარა", _ განაცხადა გენპროკურორმა.
მისი განცხადებით, კანონის თანახმად, განაჩენის გამოტანიდან დროის გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ მოქალაქეს მისი გასაჩივრების უფლება აქვს. "10 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ კომისიამ მას შეახსენა, რომ მას ამის გაკეთების უფლება აქვს, მან კი უარი განაცხადა", _ დასძენს კონიუკი.
აღსანიშნავია, რომ ტერაქტის საქმის მეორე ფიგურანტმა ვლადისლავ კოვალიოვმა შეწყალების თხოვნა უკვე დაწერა. "ამჟამად ეს დოკუმენტები გენპროკურატურაში იმყოფება და მათი შესწავლა მიმდინარეობს. უახლოეს მომაცალში შეწყალების ამ თხოვნის შესახებ პასუხი იქნება გაცემული", _ აცხადებს გენპროკურორი და აცხადებს, რომ კომისიის სხდომის თარიღი ჯერ ჯერობით განსაზღვრული არ არის.
შეგახსნებთ, რომ 2011 წლის 11 აპრილს მინსკში ტერაქტი მოხდა. დაიღუპა 15 ადამიანი, დაიჭრა 200 მდე. გამოძიებით დადგინდა, რომ კონოვალოვმა ასაფეთქებელი მოწყობილობა თავად შექმნა და იგი მინსკის მეტრში ააფეთქა. კოვალიოვმა კი იცოდა ტერაქტის მოსამზადებელი სამუშაოების შესახებ, თუმცა შესაბამის ორგანოებს არაფერი აცნობა.