რუსეთის ცესკომ დღეს გამართულ სხდომაზე პარტია "იაბლოკოს" ერთ ერთ დამფუძნებელს გრიგორი იავლინსკის პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირებაზე ოფიციალურად უარი უთხრა. ინფორმაციას ამის შეასახებ რუსული მედია ავრცელებს.
აღნიშნული უარის შემდეგ იავლინსკი რუსეთში მიმდინარე საპრეზიდენტო მარათონს გამოეთიშება."გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმასთან დაკავშირებით იავლინსკის მხარდამჭერთა მიერ ხელმოწერილი სიების გადამოწმების საფუძველზე იქნა მიღებული", _ წერს მედია. სიების გადამოწმების შედეგად ცესკომ ხელმოწერების 25,66 % ბათილად აღიარა. კანონმდებლობის ბათილად შეიძლება მხოლოდ 5 % იქნეს აღიარებული.